Monday, September 23, 2019

წრის პროგრამა


                                                            მუსიკის  წრის პროგრამა.

                                    სახელწოდება ,,დო,რე,მი.....“

წრის მიზანია  მუსიკის სწავლების ხარისხის ამაღლება და  მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, შემოქმედებით პროცესებში მათი ჩართვა.შემოქმედებითი აქტივობების დროს - სიმღერა, დაკვრა, სცენის გათამაშება - მოსწავლე წარსდგება აუდიტორიის წინაშე, ეჩვევა და უყალიბდება წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა და ეჩვევა საკუთარი ემოციების, ქცევის მართვას.მოსწავლე ეუფლება გარესამყაროში არსებული მოვლენების, სახეების მუსიკალური გამოხატვის სხვადასხვა ფორმას და გამომსახველობით ხერხს; მას უვითარდება პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს საკუთარი თავის აღმოჩენაში, გამოხატვასა და განვითარებაში: მღერის, უკრავს, ცდილობს შექმნას მუსიკა - მარტივი მელოდიურ-რიტმული კომპოზიციები.  სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. III-IV-V კლასები. მუსიკის  წრეზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთი დღე-ორშაბათი.   წრის ხანგრძლივობა ერთი სემესტრი.

No comments:

Post a Comment