Monday, September 23, 2019

წრის პროგრამა


                                                            მუსიკის  წრის პროგრამა.

                                    სახელწოდება ,,დო,რე,მი.....“

წრის მიზანია  მუსიკის სწავლების ხარისხის ამაღლება და  მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, შემოქმედებით პროცესებში მათი ჩართვა.შემოქმედებითი აქტივობების დროს - სიმღერა, დაკვრა, სცენის გათამაშება - მოსწავლე წარსდგება აუდიტორიის წინაშე, ეჩვევა და უყალიბდება წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა და ეჩვევა საკუთარი ემოციების, ქცევის მართვას.მოსწავლე ეუფლება გარესამყაროში არსებული მოვლენების, სახეების მუსიკალური გამოხატვის სხვადასხვა ფორმას და გამომსახველობით ხერხს; მას უვითარდება პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს საკუთარი თავის აღმოჩენაში, გამოხატვასა და განვითარებაში: მღერის, უკრავს, ცდილობს შექმნას მუსიკა - მარტივი მელოდიურ-რიტმული კომპოზიციები.  სასწავლო პროგრამა შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. III-IV-V კლასები. მუსიკის  წრეზე მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთი დღე-ორშაბათი.   წრის ხანგრძლივობა ერთი სემესტრი.

Thursday, September 19, 2019

განცხადება წრის მუშაობასთან დაკავშირებით


                                                                                     დოლოგნის საჯარო სკოლის დირექტორს                                                 ქალბატონ იზოლდა ჯაფარიძეს

ამავე სკოლის მუსიკის  მასწავლებლის დიანა ვანიძის  



                 განცხადება

 მოგახსენებთ, რომ სურვილი მაქვს მოსწავლეთა ინიციატივით დოლოგნის საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბო დ/კლასების მოსწავლეებისათვის მუსიკის  წრე ,,დო,რე,მი ....“,რომელიც ,ჩემი აზრით მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი  უნარის განვითარებას. დ/კლასების  შესაბამისი ასაკის მიხედვით, ჩამოუყალიბებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. დამოუკიდებლად შეასრულონ სიმღერები,  და მიიღონ მონაწილეობა  სასკოლო ღონისძიებებში. გაერთიანებულ მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მუსიკისადმი სიყვარული, სიმღერის  უნარ-ჩვევები.  წრის მეცადინეობის დრო  იქნება კვირაში  ერთი დღე ორშაბათი,მუშაობის  ხანგრძლივობა 45 წთ.

      გთხოვთ, მომცეთ უფლება განვახორციელო მუსიკის  წრე ,,დო,რე,მი......“ მუშაობა.

                                                                                                               განმცხ: დ.ვანიძე  

                                                                                         19.09.2019 წელი                                                                                                             

Thursday, June 4, 2015

მეცხრე დღე

გავაკეთე ჩემი პროექტის გეგმა.მივიღე შეფასებები
შევაფასე კოლეგების პროექტების გეგმები: თეთრი და შავი პიარი.
დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და რესურსები,რომლებიც გამოვაქვეყნე ბლოგზე.
ბევრი რამ გავიგე ამ ტრენინგებით ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენერისგან ბატონ მინდიასგან მთელი ტრენინგის განმავლობაში  საუბრობდა ჩემთვის გასაგებად ბევრი რამ გავიგე მისგან ყველა ჩვენს ყველა შეკითხვებს პასუხს სცემდა,ვისურვებდი სხვა ტრენინგებზე ამისთანა ტრენერმა ჩაგვიტაროს ტრენინგი. მადლობა მინდიას დიდმანიძეს.

Monday, May 25, 2015

მერვე დღე

დავხვეწე პროექტის გეგმა და დიფერენცირებული სწავლება,გავეცანი შეფასების ფორმებს,ბლოგზე გამოვაქვეყნე პორთფოლიო, მოვემზადე პროექტის პრეზენტაციისთვის,

Tuesday, May 19, 2015

მეშვიდე დღე

გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს,ვისწავლე ვიდეო გაკვეთილლები,ვისწავლე ვიდეოების გადმოტვირთვა,ვისწავლე გუგლის რუკა,შევქმენი თვითშეფასების და ჯგუფური მუშაობის რუბრიკები, მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის,

Monday, May 18, 2015

მეექვსე დღე

გავეცანი და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევაფასე მოსწავლის ბროშურა,შევქმენი კოლაბორაციული დოკუმენტი,ვიმუშავე სასწავლო პროცედურებზე,გავეცანი გუგლ სერვისებს, 

Wednesday, May 13, 2015

მეხუთე დღე

დღეს მე გავეცანი საავტორო უფლებებს,ვისწვლე საავტორო უფლებების დაცვით გადმოწერა,დავხვეწე ბროშურა,გავაანალიზე საკომუნიკაციო საშუალებების დადებით და უარყოფით მხარეებს,გავეცანი კოლაბორაციული დოკუმენტის შექმნას. მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის